Accessibility links

logo-print

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტიმოშენკოს საჩივარი


უკრაინის სპეციალიზებულმა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს მიმართვა, რომლითაც მან გაასაჩივრა მისთვის გამოტანილი განაჩენი - შვიდი წლით პატიმრობა ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობისათვის. უზენაესმა სასამართლომ დღეს გამოაცხადა ვერდიქტი, რომელსაც მალევე მოჰყვა ტიმოშენკოს ადვოკატის, სერგეი ვლასენკოს კრიტიკული შეფასება: „ეს ვერდიქტი იყო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილება - სანამ შესაძლებელია, ციხეში დატოვოს თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი იულია ტიმოშენკო ყოველგვარი სამხილის, ყოველგვარი განმარტების, ყოველგვარი მიზეზის გარეშე“, უთხრა ტიმოშენკოს ადვოკატმა ჟურნალისტებს კიევში. ტიმოშენკო პატიმრობას იხდის ოქტომბრიდან, როცა სასამართლომ დამნაშავედ სცნო უკრაინის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2009 წელს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გაფორმებული კონტრაქტისათვის. ამჟამინდელი მთავრობა აცხადებს, რომ კონტრაქტი ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს. ტიმოშენკო კი ირწმუნება, რომ ადგილი აქვს მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან. ტიმოშენკოს გასამართლებას გმობენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG