Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი: ჯარებს მეტი დრო სჭირდებათ გასამარჯვებლად


სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადებით, მის ჯარებს მეტი დრო სჭირდებათ შეიარაღებულ ოპოზიციასთან ომში გასამარჯვებლად. ალ-ასადმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობის ჯარები „წინ მიიწევენ“, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორც დასრულდება ომი. სირიაში მე-18 თვეა, გრძელდება ამბოხება ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს რამდენიმე ქალაქიდან, მათ შორის ალეპოდან ვრცელდებოდა ცნობები შეტაკებების შესახებ. აქტივისტების მონაცემებით, 25 000-მდე ადამიანია დაღუპული ამბოხების შარშან, მარტში დაწყების შემდეგ, ხოლო კონფლიქტის გამო სირიიდან გაქცეულების რაოდენობა, გაეროს მონაცემებით, 214 000-ს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG