Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტ რომნი დასახელდა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად


მიტ რომნი ოფიციალურად დასახელდა აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად რესპუბლიკელების ყრილობაზე, რომელიც ფლორიდის შტატში, ტამპაში მიმდინარეობს. მასაჩუსესტის შტატის ყოფილი გუბერნატორი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება მოქმედ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელიც მეორე ვადით შეეცდება თეთრ სახლში დარჩენას. რესპუბლიკელების სამდღიან ყრილობაზე ყურადღება მახვილდება ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო სისტემის რეფორმას. რესპუბლიკელების აზრით, ობამას არ შესწევს უნარი, შეასრულოს პირობა და გამოაცოცხლოს ეკონომიკა, შეამციროს უმუშევრობა შეერთებულ შტატებში. დემოკრატები მომავალ კვირაში, ჩრდილოეთ კეროლაინის შტატში ჩაატარებენ თავიანთ ყრილობას. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგებით, რომნი და ობამა თითქმის თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG