Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩიორა თაქთაქიშვილი: "ქართული ოცნება" არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევისთვის ემზადება


"ქართული ოცნება" არა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი არეულობის გამოწვევისთვის ემზადება - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა ნაციონალური მოძრაობის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და მსგავსი ვარაუდი კოალიციის ლიდერის მიერ 29 აგვისტოს დასახელებული ”უსაფუძვლო მოთხოვნებით” ახსნა. თაქთაქიშვილის შეფასებით, ივანიშვილის მოთხოვნები გულისხმობს სახელმწიფო უწყებებისგან მთელი რიგი კანონების მოქმედების შეჩერებას. მმართველი პარტიის სახელით მისმა სპიკერმა მოუწოდა "ქართულ ოცნებას," დაიცვას კანონის მოთხოვნები, თავი შეიკავოს სიძულვილის ენის გამოყენებისა და ძალადობისგან და აღიაროს არჩევნების შედეგები, რომლებიც თაქთაქიშვილის თქმით, დადასტურებული იქნება ცსკ-ისა და მიუკერძოებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.
XS
SM
MD
LG