Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ უამრავი კანონდარღვევა ჩაიდინა


”თუ ჩვენ არ ვთქვით, რომ არჩევნების შედეგებს ვიღებთ, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს არ მიიღებს” - ამის შესახებ დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა განაცხადა ტელეკომპანია "მაესტროს" დილის პროგრამაში. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ უამრავი კანონდარღვევა ჩაიდინა და კრიტიკული მასა იმხელაა, რომ დამკვირვებლებმა არ შეიძლება არჩევნები ლეგიტიმურად და დემოკრატიულად აღიარონ. ”ქართული ოცნების” ლიდერის განცხადებით, ”მიხეილ სააკაშვილი ისეთ აგონიაშია, რომ შესაძლოა საერთაშორისო მეთვალყურეების უარყოფით შეფასებებს არ დაუჯეროს და მაშინ არჩევნების წაგებაზე უარეს შედეგს მიიღებს.” ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მის კოალიციას დემონსტრაციების დაწყება არ სურს, ხელისუფლება კი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახავს, რომ შედეგების გადაწერას აზრი არ აქვს.
XS
SM
MD
LG