Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს გაეროს ატომური უწყების ანგარიშს


ირანის ოფიციალური პირები გაემიჯნენ გაეროს ატომური უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც თეირანს ურანის გამდიდრების სამუშაოების ინტენსიფიკაციაში სდებს ბრალს. პარლამენტარმა კაზემ ჯალალიმ საინფორმაციო სააგენტო „ისნასთან“ საუბარში გამთქვა შეფასება, რომ უწყების მხრიდან ამ ანგარიშის იმ დღეებში გამოქვეყნება, როცა ირანი მიუმხრობელი ქვეყნების სამიტს მასპინძლობს, ამ ნაბიჯის პოლიტიკურ ხასიათზე მიუთითებს. გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ალი აკბარ სალეჰის სიტყვებიც - მინისტრი უარყოფს ანგარიშში გამოთქმულ ბრალდებას, რომ თეირანი გაეროს ინსპექტორებს პარჩინის სამხედრო ბაზაზე შემოწმების ჩატარებაში ხელს უშლის და ბირთვული ქმედებების კვალს შლის. ირანი უარყოფს დასავლეთის ეჭვებს, რომ ის თავისი სამოქალაქო ატომური პროგრამის ფარგლებში ატომურ იარაღზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG