Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ყოფილ მინისტრს 28 წლით პატიმრობა მიუსაჯეს


ინდოეთში სასამართლომ ყოფილ მინისტრს 28 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა იმ როლისთვის, რომელიც მან შეასრულა დასავლეთით მდებარე გუჯარატის რეგიონში 10 წლის წინ, რელიგიის საფუძველზე მომხდარ არეულობებში. მაია კოდნანი გუჯარატის ინდუისტი და ნაციონალისტი მთავრობის მინისტრი 2007-2009 წლებში იყო. ის 97 მუსულმანის დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით გაასამართლეს. მასობრივი მკვლელობის ეს შემთხვევა 2002 წლის თებერვალში, გუჯარატის მთავარი ქალაქის, აჰმედაბადის შემოგარენში მოხდა. ძალადობას ბიძგი მისცა 2002 წლის თებერვალში 60-მდე ინდუისტი მომლოცველის დაღუპვამ მატარებელში მომხდარი ხანძრის შედეგად, რომელსაც პირველ ეტაპზე მუსულმან ხულიგნებს აბრალებდნენ. ამ ამბიდან მალე გუჯარატის მუსულმანებით დასახლებული უბნები ინდუისტების ჯგუფებმა დაარბიეს. უფლებადამცველების ცნობით, ძალადობას 2,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, უმრავლესობა მუსულმანები. მთავრობა მსხვერპლის რაოდენობად 1000-მდე ადამიანს ასახელებს.
XS
SM
MD
LG