Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტს ავღანეთში 14 ადამიანი შეეწირა


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ოთხი ავღანელი პოლიციელი და რვა სამოქალაქო პირი დაიხოცა შაბათს განხორციელებული ორი ტერაქტის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზის შორიახლოს. ორივე აფეთქება მოაწყვეს თვითმკვლელმა მოიერიშეებმა. ერთმა თავი აიფეთქა ბაზის შესასვლელთან, ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობასთან. მეორემ კი უშუალოდ ნატოს ბაზის წინ მდებარე დანაღმულ მანქანაში. შაბათსვე, ნატოს სარდლობის ცნობით ორი ამერიკელი სამხედრო ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ღაზნის პროვინციაში. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კი მკაცრად გააკრიტიკა მრავალეროვნულ კოალიციაში შემავალი ავსტრალიის ქვედანაყოფის „თვითნებური მოქმედება“, რომლითაც დაირღვა ნატოსთან დადებულ ხელშეკრულება. ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა პარასკევს ოპერაცია ჩაატარეს ურუზგანის პროვინციის დედაქალაქ ტარინკოტში, რომლის დროსაც მათ ადგილობრივ მოდგმის ლიდერი და მისი შვილი მოკლეს.
XS
SM
MD
LG