Accessibility links

ნატოს ლიდერი კარზაის ესაუბრა ავღანეთში თავდასხმების პრობლემაზე


ნატოს განცხადებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ავღანეთის პრეზიდენტს გაუზიარა თავისი „ღრმა შეშფოთება“ უცხოელ ჯარისკაცებზე გახშირებული თავდასხმებით, რომლებსაც აწყობენ ავღანეთის უშიშროების ძალების წევრები. ნატოს პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან სატელეფონო საუბრისას, რასმუსენმა ყურადღება გაამახვილა ზომებზე, რომლებსაც ნატო მიმართავს ასეთი თავდასხმების შესამცირებლად. პრესმდივნის ცნობით, თავის მხრივ კარზაიმ ნატოს გენერალურ მდივანს უთხრა, რომ ყველა ღონეს მიმართავს მოკავშირეებზე ავღანელი ჯარისკაცების თავდასხმების წინააღმდეგ. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ასობით“ ავღანელი დააპატიმრეს, ან შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს მოკავშირეებზე თავდასხმებისათვის ბოლოს მოსაღებად მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. წელს ავღანეთში 45 უცხოელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა ავღანელი მოკავშირეების თავდასხმებმა.
XS
SM
MD
LG