Accessibility links

ევროკავშირი სირიის მიმართ ახალ სანქციას შეიმუშავებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შაბათს შეთანხმდნენ აუცილებლობაზე, გაძლიერდეს სანქციები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ. ევროკავშირის 27 -მა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლებიც კვიპროსის კუნძულ პაპოსზე შეიკრიბნენ, მოუწოდეს საგარეო ურთიერთობათა უწყების ხელმძღვანელს კეთრინ ეშტონს, რათა ახალი ზომების პროექტი ოქტომბრისათვის შეიმუშავოს. ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობდა კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერატო კოზაკოუ- მარკოულისი, რომელმაც განაცხადა, რომ ბლოკი ასევე შეთანხმდა გაფართოვდეს ჰუმანიტარული დახმარება სირიაში მიმდინარე ძალადობის დროს დაზარალებული ადამიანებისათვის. ლონდონში არსებული ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, 2011 წლის მარტიდან, როდესაც სირიაში შეტაკებები დაიწყო, ქვეყანაში დაახლოებით 26 ათასი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან.
XS
SM
MD
LG