Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანიამ სააკაშვილის ბრალდებებს „ლაყბობა“ უწოდა


„დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები თავად გასცემენ პასუხს სააკაშვილის ამ ლაყბობას 1 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სოფელ ზედაეწერში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. სამი თვის წინ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება პროვოკაციების მოსაწყობად სამეგრელოში ყოფილი სამხედროებისაგან და კრიმინალებისაგან სპეციალურ ჯგუფს ქმნის. „ეტყობა ვიღაც-ვიღაცეებს ისევ ხელი ეფხანებათო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ალასანიას ამ განცხადების პასუხად. საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ თანახმად თავის მხრივ ალასანიამ დღევანდელი ხელისუფლება უამრავი ზუგდიდელის უდანაშაულო დევნასა და უმუშევრობის ზრდაში დაადანაშაულა. ამას ჩვენ 1 ოქტომბერს დავამთავრებთ. სააკაშვილს მინდა, ვუთხრა - ზუგდიდი და არა ლაზიკა, იყო და იქნება სამეგრელოს გვირგვინი. პრეზიდენტი სამეგრელოზე კლიპებს კი არ უნდა იღებდეს, არამედ ამ კუთხეზე რეალურად უნდა ზრუნავდეს და მე დარწმუნებული ვარ, ზუგდიდელები თავად გასცემენ პასუხს სააკაშვილის ამ ლაყბობას 1 ოქტომბერს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სოფელ ზედაეწერში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
XS
SM
MD
LG