Accessibility links

logo-print

თვითმკვლელმა ქაბულში ექვსი კაცი დახოცა


ქაბულში, ნატოს შტაბ-ბინასთან მოწყობილ თვითმკვლელი ტერორისტის იერიშის შედეგად სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის სადიყ სადიყის ინფორმაციით, შაბათს აფეთქების დროს დაიჭრა ხუთი კაცი. თვითმკვლელის თავდასხმა განხორციელდა ქაბულში, ავღანეთის კინოს ინსტიტუტის წინ, რომლის ახლოს ნატოს ძალების შტაბი, აშშ-ის საელჩო და სხვა დიპლომატიური მისიების რეზიდენციებია განლაგებული. აფეთქება მოხდა იმ დროს, როდესაც ქაბულში შეკრებილი მთავრობის მაღალი რანგის პირები აჰმად შაჰ მასუდის, თალიბანის წინააღმდეგ მებრძოლი საველე ლიდერის სიკვდილის მე-11 წლისთავს აღნიშნავდნენ.
XS
SM
MD
LG