Accessibility links

logo-print

მიტ რომნი: ირანი ობამას „უდიდესი წარუმატებლობაა“


აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიტ რომნიმ ირანის მიერ ბირთვული პროგრამის სწრაფი ტემპით განხორციელებას, პრეზიდენტ ობამას „უდიდესი წარუმატებლობა“ უწოდა და სრულიად განსხვავებული მიდგომის პირობა დადო მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. რომნის თქმით, იგი ასევე შეცვლის პოლიტიკას ავღანეთის მიმართაც. თუმცა არც ერთ პრობლემასთან მიმართებით საკუთარი სამომავლო გეგმების თაობაზე მას კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ამასთან მიტ რომნიმ ობამა შეაქო ალ ყაიდის ლიდერის ოსამა ბინა ლადენის ლიკვიდაციისათვის და ისიც აღნიშნა, რომ ნაწილობრივ შეინარჩუნებს ობამას ინიციატივით 2010 წელს მიღებულ კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
XS
SM
MD
LG