Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა


კვირას, ერაყში აფეთქებებსა და თავდასხმებს ასამდე ადამიანი მას შემდეგ ემსხვერპლა, რაც ერაყის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ტარიკ ალ ჰაშიმის ერაყის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა. ტერაქტები ქვეყნის 13 ქალაქში განხორციელდა. ბაღდადში შიიტებით დასახლებულ ექვს კვარტალში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ალ ჰაშიმიმ, რომელიც მუსულმანი სუნიტია, ერაყი გასული წლის დეკემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ერაყის ხელსუფლებამ მისი დაკავების ორდერი გასცა. შიიტების მიერ მართულმა ერაყის მთავრობამ ალ ჰაშიმი დამნაშავედ ცნო 2005-2011 წლებში განხორციელებულ ტერაქტებსა და მკვლელობებში. ალ ჰაშიმი მის წინააღმდეგ წამოყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. ის ერაყის ხელისუფლებას სუნიტი ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG