Accessibility links

logo-print

სირიაში საერთაშორისო წარგზავნილმა მოლაპარაკება დაიწყო კაიროში


სირიის საკითხებში საერთაშორისო წარგზავნილმა, ლახდარ ბრაჰიმიმ კაიროში მოლაპარაკება დაიწყო არაბული ლიგის ხელმძღვანელ, ნაბილ ალ-არაბისთან. მთავარი თემა შეხვედრებისა სირიის კონფლიქტის მოგვარებაა. მოგვიანებით ბრაჰიმი შეხვდება სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე, ეგვიპტის პრეზიდენტ, მოჰამად მურსის. ბრაჰიმი აპირებს, მისი პრესსამდივნოს თანახმად, სირიაში, დამასკში ჩასვლასაც. სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოში, კვირას აფეთქებისას 27 ადამიანი დაიღუპა. ალეპოში ორი თვე ბრძოლაა მთავრობის ჯარსა მეამბოხეთა რაზმებს შორის.
XS
SM
MD
LG