Accessibility links

logo-print

მოსკოვი: ნატომ საქართველოსთან 2008 წლის ომიდან გაკვეთილი ვერ ისწავლა


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ორშაბათს განაცხადა, რომ ნატომ ვერ ისწავლა გაკვეთილი 2008 წლის მოვლენებიდან სამხრეთ კავკასიაში. სამინისტროს ეს განცხადება მოჰყვა თბილისში სტუმრობისას ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცახდებას, რომ „საქართველოს საბოლოო სახლი, ნატოშია“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში ნაქვამია, რომ ასეთი გამოთქმები ადასტურებს, რომ ალიანსმა ვერ ისწავლა გაკვეთილი სამხრეთი კავკასიის 2008 წლის მოვლენებიდან და განაგრძობს თბილისისთვის „წამახალისებელი სიგნალების“ გაგზავნას. რუსი დიპლომატის თქმით, „რუსეთის პოზიცია ცნობილია: ნატოში საქართველოს შესაძლებელი წევრობის თემის წამოწევა არავის უსაფრთხოებას ამტკიცებს, აქეზებს საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებებს, წერია ლუკაშევიჩის ოფიციალურ კომენტარში.
XS
SM
MD
LG