Accessibility links

logo-print

გაეროს ცნობით, თალიბანმა შარშან 400 მლნ დოლარი იშოვა


გაეროს მონაცემებით, შარშან თალიბანმა 400 მილიონამდე დოლარი მოაგროვა მის მიერ დაწესებული გადასახადების, ავღანეთში ბიზნესმენებისათვის ფულის გამოძალვის, ისევე როგორც შემოწირულობების მიღების შედეგად. გაეროს უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშით, მოგროვილი ფულის ნახევარზე მეტი, 275 მილიონამდე დოლარი მიიღო თალიბანის ხელმძღვანელობამ, დანარჩენი კი ადგილობრივ დონეზე დაიხარჯა, ან დაიკარგა. ადგილობრივი გადასახადები, რომლებიც თალიბანს აქვს დაწესებული, მოიცავს სოფლებში მოსავლის 10%-ს და შემოსავლის 2,5%-ს. ანგარიშში გამოთქმული ვარაუდით, უცხოელი დონორების შემოწირულობები შეადგენს თალიბანის მთლიანი შემოსავლის 10-20%-ს.
XS
SM
MD
LG