Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ახალ პრემიერად მუსტაფა აბუ შაგური აირჩიეს


ლიბიის ნაციონალურმა ასამბლეამ მთავრობის ახალ ხელმძღვანელად მუსტაფა აბუ შაგური აირჩია, რომელსაც მანამდე ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა. მან 96 დეპუტატის ხმა მიიღო და 2 ხმით აჯობა მეტოქეს, მაჰმუდ ჯიბრილს, რომელიც მანამდე მეთაურობდა მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბებულ გარდამავალ ეროვნულ საბჭოს. აბუ შაგური, რომელსაც დამკვირვებლები ზომიერ ისლამისტებთან დაახლოვებულ ტექნოკრატად მიიჩნევენ, გარდამავალ მთავრობას წელიწადნახევრის განმავლობაში გაუძღვება.
XS
SM
MD
LG