Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიულე მოელის „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო ქცევის კოდექსზე ხელის მოწერას


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულე შეხვდება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მისგან მოელის დაპირებას, რომ კოალიცია ხელს მოაწერს დეკლარაციას საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა ქცევის წესების შესახებ. ამ შინაარსის განცხადება დღეს, ბრიუსელში გააკეთა ფიულეს პრესმდივანმა, პეტერ სტანომ, რომლის თქმითაც, ივანიშვილმა მიმართა ევროკომისარ ფიულეს მომავალ კვირაში შეხვედრის თხოვნით. „ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონ ივანიშვილის პარტია, "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის და რომ „ქართული ოცნებისათვის“ მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტიანი სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი“, განაცხადა ევროკომისრის პრესმდივანმა. მისივე თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოში საარჩევნო კონტექტსში მზარდი პოლარიზაციით და დაძაბულობით. პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირისათვის მთავარია, არჩევნების პროცესში ყურადღება გამახვილდეს პროგრამებსა და იდეებზე.
XS
SM
MD
LG