Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა რვა ავღანელი ქალი


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, რვა ავღანელი ქალი და გოგონა დაიღუპა აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქალები ფიჩხს აგროვებდნენ, როცა მათ სოფელთან ნატოს იერიში განხორციელდა. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ ჯერ გავრცელა ცნობა 45 ექსტრემისტის განადგურების შესახებ და განაცხადა, რომ მოკლულებს შორის არ არიან სამოქალაქო პირები. მაგრამ მოგვიანებით ნატოს პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ კოალიცია სერიოზულად ეკიდება სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ცნობებს და დაწყებული აქვს მათი გამოძიება.
XS
SM
MD
LG