Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ბრიტანეთის ჰერცოგინიას წელზემოთ შიშველი ფოტოები


იტალიურმა ბულვარულმა ჟურნალმა, „კიმ“ გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქორწინებამდე კეიტ მიდლტონის, ახლა პრინც უილიმის ცოლის, წელზემოთ შიშველი ფოტოები. „კი“ ეკუთვნის ჯგუფს, რომელსაც იტალიის ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის ოჯახი აკონტროლებს. ჟურნალმა გამოაქვეყნა ფოტოები თან დართული სტატიით, რომელშიც ვარაუდებია გამოთქმული ჰერცოგინიას პლასტიკური ოპერაციის შესახებ. ფოტოები გადაღებულია, საფრანგეთში, სადაც წყვილმა ამ თვის დასაწყისში შვებულება გაატარა. სურათები პირველად გამოქვეყნდა საფრანგეთში, ჟურნალ „კლოზერში", რომელიც ასევე ბერლუსკონის „მონდადორის“ ჯგუფს ეკუთვნის. სამეფო ოჯახმა ჟურნალს უჩივლა. პირველი მოსმენა ორშაბათს იმართება.
XS
SM
MD
LG