Accessibility links

ჩინეთი ანტიიაპონური გამოსვლების მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს


ჩინეთის მთავრობამ მოუწოდა ანტიიაპონური გამოსვლების მონაწილეებს, მოაწყონ მშვიდობიანი დემონსტრაციები, დაიცვან წესრიგი და კანონი. იუწყებიან, რომ იაპონულმა კომპანიებმა, რომლებიც ჩინეთში საქმიანობენ, შეაჩერეს მუშაობა. უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება გამოსვლები ჩინეთში, ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული უთანხმოების გამო. ამ კუნძულებს იაპონია აკონტროლებს. გასულ კვირაში გამოაცხადა იაპონიამ, რომ კერძო პირისგან შეისყიდა კუნძულები, ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად. ამან გააძლიერა ანტიიაპონური განწყობილება და გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები ჩინეთის ქალაქებში, სადაც ზოგჯერ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. ორშაბათს იაპონიაში მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლეონ პანეტამ, ორივე მხარეს მოუწოდა მოაგვარონ ტერიტორიული დავა მოლაპარაკების გზით.
XS
SM
MD
LG