Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იუტუბი", შესაძლოა, მალე რუსეთშიც შეიზღუდოს


მალე, შესაძლოა, რუსეთიც შეუერთდეს იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც "იუტუბზე" წვდომა შეზღუდეს, ან აკრძალეს წინასწარმეტყველ მუჰამედზე გადაღებული მუსულმანებისთვის შეურაცხმყოფელი ფილმის გავრცელების გამო. რუსეთის კომუნიკაციების მინისტრმა ნიკოლაი ნიკიფოროვმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ნოემბრის დასაწყისში რუსეთმა, შესაძლოა, მთლიანად დაბლოკოს "იუტუბი", მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ახალი კანონი. მისი მიზანი ბავშვების მავნე ინფორმაციისგან დაცვაა. "გუგლმა", რომელიც "იუტუბის" მფლობელია, ფილმ ”მუსულმანთა უმანკოებაზე” წვდომა აკრძალა ეგვიპტეში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ლიბიასა და მალაიზიაში. სამშაბათს ბანგლადეშისა და პაკისტანის ხელისუფლებებმა აკრძალეს "იუტუბი". "გუგლი" უარს აცხადებს ვიდეოზე სრული აკრძალვა დააწესოს, რადგან შიშობს, რომ ამით სიტყვის თავისუფლებას ხელყოფს. ორშაბათს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ნაცისტური პროპაგანდა, თუმცა, დაშვებულია მუსულმანებისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვის თავისუფლება.
XS
SM
MD
LG