Accessibility links

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოს საკითხზე


აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტში დღეს გაიმართა მოსმენა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ სახელწოდებით: "რამდენად თავისუფალი და სამართლიანია წინასაარჩევნო კამპანია და როგორი უნდა იყოს აშშ-ის მთავრობის რეაქცია". მომხსენებლები იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თომას მელია, რუსეთისა და ევრაზიის და საერთაშორისო ენერგოპოლიტიკის კვლევის ცენტრის, "ჰერიტიჯ ფაუნდეიშნის" მეცნიერ-თანამშრომელი არიელ კოენი. მათთან ერთად კომისიას ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკის უნივერსიტეტის შავი და კასპიის ზღვების კვლევის ცენტრის დირექტორმა მამუკა წერეთელმა და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანამშრომელმა არჩილ გეგეშიძემ. მომხესნებელთა საუბრის თემა იყო საქართველო წინასაარჩევნო პერიოდში და აშშ-ის მთავრობის პოზიცია. არიელ კოენმა განაცხადა, რომ საქართველოს ეს არჩევნები „განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ ვინ და როგორ მართავს საქართველოს, არამედ ის გადამწყვეტი იქნება აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობისთვის“. მანამდე თომას მელია, რომელმაც დამსწრეთ საქართველოში თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებები გააცნო, შეეხო საქართველოს ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეომასალას საპატიმროში ძალადობის შესახებ და თქვა, რომ პრეზიდენტმა სწრაფად იმოქმედა: "პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწრაფად იმოქმედა, ჩემი აზრით, სწორად, როცა შეცვალა, დღეს დილით, საპატიმროთა ზედამხედველობის მინისტრი. ახალი მინისტრი სახალხო დამცველია, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს ამ სფეროში, ის არის ერთ-ერთი, ვინც თვალყურს ადევნებდა საპატიმროებში მდგომარეობას“, განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
XS
SM
MD
LG