Accessibility links

logo-print

თურქეთში განაჩენები გამოუტანეს შეთქმულებაში ბრალდებულ ოფიცრებს


თურქეთში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 330-მდე ოფიცერს, პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ორ ყოფილ გენერალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა ითქვა, რომ მათ მხოლოდ 20 წელი მოუწევთ პატიმრობის მოხდა, რახან 2003 წლის შეთქმულება წარუმატებლად დასრულდა. სხვადასხვა განაჩენი გამოუტანეს 320-ზე მეტი გადამდგარ, ან მოქმედ ოფიცერს, ზოგ მათგანს 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. უდანაშაულოდ სცნეს 34 პირი. შეთქმულება, ბრალდების მიხედვით, მოიცავდა სტამბულის მეჩეთებში აფეთქებების მოწყობისა და საბერძნეთთან კონფლიქტის გამოწვევის გეგმას, რათა გზა გახსნოდა ხელისუფლების სათავეში სამხედროების ჩადგომას. ოფიცრები უარყოფენ ბრალდებებს და ირწმუნებიან, რომ ის, რაც შეთქმულებად ცხადდება, სამხედრო წვრთნის გეგმა იყო. თურქეთის არმიას სამჯერ აქვს მოწყობილი გადატრიალებები 1960-1980 წლებში.
XS
SM
MD
LG