Accessibility links

კვირას ბაღდადში მოწყობილ ტერაქტებს სულ ცოტა 5 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში კვირას მოწყობილ ტერაქტებს სულ ცოტა 5 ადამიანი ემსხვერპლა. სამი მათგანი დაიღუპა და კიდევ ექვსი დაიჭრა სადრ-სიტის რაიონში, სადაც მინიავტობუსზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. რამდენიმე საათის შემდეგ ბაღდადის დასავლეთ ნაწილში უცხო პირების მიერ ატეხილი სროლის შედეგად დაიღუპნენ პოლიციის გენერალი ნაფი აბდულ-რაზაკი და მისი თანაშემწე. მომხდარისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა. ფრანს-პრესის ცნობით ძალადობის აქტების შედეგად მიმდინარე თვეში ერაყში 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 670-მდე დაშავდა.
XS
SM
MD
LG