Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში გამართული საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა


ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, ვინაიდან ამომრჩეველთა რაოდენობამ გადააჭარბა 50%-ს, რაც აუცილებელია მისი ჩატარებულად გამოსაცხადებლად. პარლამენტის ქვედა პალატაში - ეროვნულ საკრებულოში - 110 ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის 290-ზე მეტი ადამიანი. ძირითადად ესენი არიან ამჟამინდელი ხელისუფლების ერთგული პარტიების კანდიდატები. ოპოზიციური ორგანიზაციების უმრავლესობამ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც, მათი თქმით, არადემოკრატიულია. მათ ხალხს მოუწოდეს, ასევე ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს. ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც მინსკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, განაცხადა, რომ კანდიდატურების მოხსნით ოპოზიციამ თავისი უუნარობა აჩვენა. მან ოპოზიციას უწოდა ლაჩრები, რომელთაც არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი. როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტი ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ისევ მოიპოვებს პარლამენტზე კონტროლს.
XS
SM
MD
LG