Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთს ახალი პრემიერი ჰყავს


ყაზახეთის კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს ამ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ვერიკ ახმედოვი. პრეზიდეტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მყისვე მოაწერა ხელი დოკუმენტს. თანამდებობაზე ახმედოვი ნაზარბაევმა დაასახელა. მან დაიკავა კარიმ მასიმოვის ადგილი, რომელიც დიდხანს იყო პრემიერის პოსტზე. მასიმოვი ნაზარბაევმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაიყვანა. ახალი პრეზიდენტი, ახმედოვი 54 წლისაა, ის ინჟინერია, წარმოშობით ყარაგანდის რეგიონიდანაა.
XS
SM
MD
LG