Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში მეთანოლის საქმის გამო დააკავეს ორი პირი


ჩეხეთის ხელისუფლებმა ორშაბათს გამოაცხადეს, რომ დააკავეს ორი პირი მეთანოლის შემცველი სასმელით ადამიანების მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, რასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების თანახმად, ორი პირი ეჭვმიტანილია მომწამვლელი მეთანოლის და ალკოჰოლის ნარევის განზრახ დამზადებასა და ბაზარზე მის გატანაში. პოლიციის თანახმად, ქმედების მთავარი მოტივი ფულის გაკეთება იყო. გარდაცვლილებთან ერთად მომწამვლელმა სასმელმა ათეულობით პირის მოწამვლა, ზოგიერთის, დაბრმავება გამოიწვია. ჩეხეთის მთავრობა იძულებული იყო აეკრძალა 20 პროცენტზე მეტი ალკოჰოლის შემცველი სასმელები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ბაზარზე 15 ათასი ლიტრი მოწამლული ალკოჰოლია.
XS
SM
MD
LG