Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო ცაგარელს 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს და გაათავისუფლეს


სტუდენტური საპორტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, სანდრო ცაგარელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა - 400 ლარი დააკისრა. ამჟამად სანდრო ცაგარელი გათავისუფლებულია. პროცესს არ დაასწრეს ჟურნალისტები და დაკავებულის ნათესავები. მას მხოლოდ დაკავებულის ადვოკატი ნონა ქურდოვანიძე ესწრება. ცაგარელი გუშინ ღამით დააკავეს, როდესაც ის თსუ-სთან გამართული აქცია-კონცერტიდან მოდიოდა და ტაქსის გაჩერებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სანდრო ცაგარელმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორი თვითმხილველი კი ამბობს, რომ პოლიციამ ის უმიზეზოდ ჩასვა მანქანაში
XS
SM
MD
LG