Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი


სამტრედიის პოლიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოლიაცია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომრის კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ავთანდილ თევზაძე დააკავა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ კახაძის პრესმდივან ოთარ ჩრდილელზე დაყრდნობით იუწყება. მისივე ინფორმაციით სამართალდამცველებს ავთანდილ თევზაძის დაკავების მოტივი არ განუმარტავთ. ჩრდილელი მომხდარს პოლიტიკურ დევნად აფასებს. "ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს ჩვენი მხარდამჭერის დაკავების მე-4 შემთხვევაა. ესაა ღია პოლიტიკური დევნა, რომლის ინსტრუმენტადაც გამოყენებულია სამტრედიის პოლიციის უფროსი, კუბლაშვილების "ხელის ბიჭი" ზვიად ობილაძე", - აღნიშნა ჩრდილელმა. მისივე ინფორმაციით, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროს ავთანდილ თევზაძეს ამ დროისთვის სამტრედიის პოლიციის სამმართველოში კითხავენ.
XS
SM
MD
LG