Accessibility links

ავღანეთში მოკლეს ნატოს ორი ჯარისკაცი


ნატოს სარდლობის ცნობით, სამხრეთ ავღანეთში ნატოს ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ინცინდენტის დეტალები უცნობია, განცხადებაში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცები მეამბოხეთა თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. სამხრეთ ავღანეთში ძირითადად აშშ-ის, ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო ქვედანაყოფებია განლაგებული. 2012 წლის განმავლობაში ავღანეთში კოალიციური ძალების 340 ჯარისკაცი დაიღუპა. ყველაზე მეტი, 259 სამხედრო მოსამსახურე ამერიკელია.
XS
SM
MD
LG