Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკერია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დასჯის მსუბუქი ზომების გამოყენებისაკენ


საქართველოს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია სამართალდამცავ ორგანოებს აძლევს დასჯის მსუბუქი ზომების გამოყენების რეკომენდაციას. ამის შესახებ ბოკერიამ ოთხშაბათს საღამოს, პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბოკერიამ შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში ძალადობრივი ინიცდენტების გახშირების ტენდენციის გამო და მოიყვანა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ დაკავებულია 30-მდე ადამიანი. ბოკერიამ მოწოდებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს: „მინდა მოვუწოდო მათ, რომ იმ შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია (და მე მჯერა, რომ ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს), გამოყენებულ იქნეს დასჯის შედარებით მსუბუქი ზომა - იქ, სადაც ეს არის რაციონალური, მაგალითად, ჯარიმა. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. მე ვგულისხმობ ჩვენს კომისიას“, - განაცხადა ოთხშაბათს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ. იქვე მან პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, მიმართონ ყველა ზომას, რათა მათმა აქტივისტებმა და მომხრეებმა არ მიმართონ ძალადობასა და ძალადობით მუქარას. გიგა ბოკერიას შეფასებით, საერთო ჯამში, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდობიანი და საქართველოში აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.
XS
SM
MD
LG