Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" დაკავებებთან დაკავშირებით ომბუსმენს მიმართა


კოალიციია "ქართულმა ოცნებამ" ბოლო დღეებში მისი მხარდამჭერების დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 26 სექტემბერს კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის აპარატს მოაწოდა ცნობები 21 სექტემბრიდან დღემდე ადმინისტრაციული წესით დაკავებული რამდენიმე ათეული პირის შესახებ. ”სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს. მომავალშიც ყველა მსგავს ფაქტს და მათ დეტალურ შესწავლას სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG