Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააკავეს პრეზიდენტის მრჩეველი


ირანიდან გავრცელებული ცნობებით, ოთხშაბათს დააკავეს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გავლენიანი მრჩეველი, ალი აკბარ ჯავანფეკრი, რომელიც ხელმძღვანელობს ირანის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს. სააგენტო იუწყება, რომ ჯავანფეკრი დააკავეს მაშინ, როცა ირანის პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში. ამ წყაროს ცნობით, ჯავანფეკრი წაიყვანეს თეირანში მდებარე ევინის ციხეში, სადაც უნდა მოიხადოს ექვსთვიანი პატიმრობა ისლამური კანონებისა და საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფი მასალების გამოქვეყნებისათვის. ბრალდებები უკავშირდება ჯავანფეკრის კონტროლს დაქვემდებარებულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც აკრიტიკებენ ქალების იძულებას, ატარონ ისლამური თავსაფარი.
XS
SM
MD
LG