Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დაამტკიცეს უთანხმოების გამომწვევი ახალი ბიუჯეტი


საფრანგეთის მთავრობამ დაამტკიცა უთანხმოების გამომწვევი ახალი ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების მკვეთრად გაზრდას ბიუჯეტის დეფიციტის 30 მილიარდი ევროთი შესამცირებლად. მთავრობა იმედოვნებს, რომ ბიუჯეტის დეფიციტს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე დაიყვანს ამჟამინდელი 4,5%-დან. ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ დეფიციტის შესამცირებელი ფულის ორ-მესამედს მიიღებენ შეძლებული მოქალაქეების დაბეგვრის გაზრდით, ხოლო დანარჩენს - მთავრობის ხარჯების შეკვეცით. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან-მარკ აიროს განმარტებით, გადასახადების გაზრდა შეეხება გადამხდელთა სულ 10%-ს. შეძლებულებისათვის გადასახადების მკვეთრად გაზრდის ოპონენტები ვარაუდობენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ბევრი მოქალაქე საფრანგეთიდან უცხოეთში გადასახლდება.
XS
SM
MD
LG