Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მუშაობს ავღანეთის ჯარებთან ერთობლივი ოპერაციების განახლებაზე


პენტაგონის განცხადებით, ნატოს ჯარების უდიდესმა ნაწილმა აღადგინა ავღანელ ჯარისკაცებთან ერთობლივი ოპერაციები, რომლებიც თითქმის ორი კვირის წინ იქნა შეჩერებული. მაშინ ასეთი გადაწყვეტილება გამოიწვია უცხოელ ჯარისკაცებზე ავღანელი მოკავშირეების თავდასხმების გახშირებამ. ასეთმა თავდასხმებმა წელს, სულ ცოტა, 51 უცხოელი ჯარისკაცი შეიწირა. ხუთშაბათს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ განაცხადა, რომ მოკავშირეებისაგან თავდასხმის საფრთხე ვერ შეუშლის ხელს ავღანეთში უასფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანის ავღანეთის ჯარებისათვის გადაბარებას, რაც 2014 წლის მიწურულამდე უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG