Accessibility links

logo-print

”სამართლიანი არჩევნები”: საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შედეგად პრობლემები იქმნება.


12:00 საათისათვის ამომრჩევლის აქტივობამ საპარლამენტო არჩევნებზე 25% შეადგინა. ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა, რომელიც 22 პროცენტს შეადგენდა. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შედეგად იქმნება გარკვეული პრობლემები - ნათქვამია ”სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ”სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავს, რომ გაიზარდა შემთხვევები, როდესაც ამ ორგანიზაციის’’ დამკვირვებლებს არ ეძლეოდათ დაკვირვების უფლების სათანადოდ განხორციელების საშუალება. „სამართლიან არჩევნები“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ახალქალაქის #9 უბანზე, სადაც ”არ კეთდებოდა მარკირება, საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა ქაოსი, ხმის მიცემა ხდება პირადობის მოწმობის გარეშე, კომისიის წევრები აგიტაციას უწევენ ნაციონალურ მოძრაობას, ბიულეტენში რეგისტრატორები თავად ხაზავდნენ სუბიექტს და ისე აძლევენ ბიულეტენებს ამომრჩეველს.” ”სამართლიანი არჩევნები” მოვითხოვს ამ უბანში კენჭისყრის პროცესის შეჩერებას და დარღვევის აღმოფხვრას, ასევე შესაბამისი კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.
XS
SM
MD
LG