Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები ეგზიტპოლების მეშვეობით კენჭისყრის შედეგების გაყალბებას ელიან


ლეიბორისტული პარტია ამომრჩევლებს მოუწოდებს, უბნიდან გამოსვლისას გულახდილად უპასუხონ მათთვის დასმულ კითხვას, თუ ვის მისცეს ხმა. პარტიის პრესმდივნის, ნინო მეტრეველის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა და „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას „ეგზიტპოლების მეშვეობით, ანუ უბანზე გამოკითხვების მანიპულაციებით აპირებენ“. „ინტერპრესის“ სააგენტოს მოჰყავს მეტრეველის სიტყვები იმის თაობაზე, რომ თუ ამომრჩევლები გულახდილად და თამამად უპასუხებენ ეგზიტპოლების მომწყობთა შეკითხვებს, „ფალსიფიცირების მსურველს მოეჭრება გაყალბების სამოქმედო გზა.“
XS
SM
MD
LG