Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის უდიდესი ბაზარი დაიხურა დემონსტრანტებთან პოლიციელების შეტაკების გამო


ირანის დედაქალაქში უდიდესი ბაზარი დაიხურა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ზომებს მიმართა შავ ბაზარზე ვალუტით მოვაჭრეების წინააღმდეგ. საინფორმაციო სააგენტოები "როიტერსი" და "ფრანს პრესი" თვითმხილველების ნათქვამზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ პოლიცია დაუპირისპირდა ირანულ ვალუტა რიალის კურსის დაცემით უკმაყოფილო დემონსტრანტებს. ბოლო კვირაში ირანის ვალუტის კურსი 30%-ზე მეტით დაეცა. ირანის მთავრობა ვალუტით მოვაჭრეებს აკისრებს პასუხისმგებლობას - მათ უწოდებს სპეკულანტებს, რომლებიც უშიშროების ძალებმა უნდა დააკავონ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ რიალის კურსის დაცემა არის თეირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო შემოღებული საერთაშორისო სანქციების შედეგი. 2012 წლის დასაწყისიდან, რიალის კურსი 80%-ით დაეცა.
XS
SM
MD
LG