Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი ათენში ჩავიდა კრიზისზე მოსალაპარაკებლად


გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი საბერძნეთში ჩავიდა - პირველად ევროზონის ამ წევრ ქვეყანაში სამი წლის წინ კრიზისის დაწყების შემდეგ. ათენში უშიშროების მკაცრ ზომებს მიმართავენ არეულობის თავიდან ასაცილებლად. ქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანია შეკრებილი მერკელის ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. უკმაყოფილებას იწვევს გერმანიის პოლიტიკა საბერძნეთის ვალებთან მიმართებით - მერკელს ადანაშაულებენ იმაში, რომ საბერძნეთს აიძულა, მიეღო მომჭირნეობის მკაცრი ზომები უცხოეთიდან კრედიტების მისაღებად და გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. მერკელი სულ ექვსი საათით რჩება საბერძნეთში და მოლაპარაკებას მართავს პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასთან. ორშაბათს ათენში მრავალათასიანი აქცია ჩატარდა მერკელი ვიზიტისა და საბერძნეთის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG