Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ექვსი პოლიციელი იმსხვერპლა


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა. ჰელმანდის პროვინციის ნად ალის გარეუბნის პოლიციის უფროსის მოჰამად იბრაჰიმის თქმით, აფეთქება ოთხშაბათს პოლიციის პატრულის სავალ გზაზე მოხდა. ერთი დღით ადრე კი ქვეყნის სამხრეთში, ურუზგანის პროვინციაში რელიგიური საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. პოლიციის ინფორმაციით შეიარაღებულმა პირმა გასროლით მოკლა აბდულ სამადი, რომელიც საკუთარ ავტომობილს მართავდა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო სასულიერო პირის მკვლელობა.
XS
SM
MD
LG