Accessibility links

რადოვან კარაჯიჩი ჰააგის ტრიბუნალზე თავის დაცვას იწყებს


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი დღეს ჰააგის ტრიბუნალზე თავისი უდანაშაულობის მტკიცების პროცესს შეუდგება. ჰააგის ომის დანაშაულთა ტრიბუნალმა რადოვან კარაჯიჩი დამნაშავედ სცნო გენოციდსა და სხვა სისასტიკეში. კარაჯიჩი, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი 1995 წელს სრებრენიცაში 8000-მდე მამაკაცის დახოცვაში, თავს უდანაშაულოდ აცხადებს. რადოვან კარაჯიჩის საქმეზე სასამართლო პროცესი 2009 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის სექტემბერში გაეროს სასამართლომ უარი უთხრა კარაჯიჩს ახალი სასამართლო პროცესის ჩატარებაზე. კარაჯიჩმა პროკურორები მისი გამამართლებელი მტკიცებულებების მოპოვების დაგვიანების გამო. კარაჯიჩი 2008 წელს დააკავეს.
XS
SM
MD
LG