Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბინ ლადენის ყოფილი მძღოლისთვის გამოტანილი განაჩენი


შეერთებულ შტატებში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოსამა ბინ ლადენის ყოფილი მძღოლის, სალიმ აჰმედ ჰამადანისათვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც ეფუძნებოდა ტერორიზმის მატერიალურ ხელშეწყობაში ბრალდებას. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ქმედებები, რომლებშიც სალიმ აჰმედ ჰამდანი დამნაშავედ სცნეს, საერთაშორისო სამართლით არ იყო აკრძალული მაშინ, როცა ის ამ ქმედებებს სჩადიოდა. გუანტანამოს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტრიბუნალმა ის დამნაშავედ სცნოთ ტერორიზმის მატერიალურ ხელშეწყობაში, ავღანეთში 1996-2001 წლებში ბინ ლადენის მძღოლად მუშაობის გამო. ჰამდანი 2001 წელს შეიპყრეს ავღანეთში შეერთებული შატტების ინტერვენციის შემდეგ და ორ თვეში გააგზავნეს გუანტანამოში. მას 5,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან უკვე ექვსი წელი ჰქონდა გატარებული საპატიმროში.
XS
SM
MD
LG