Accessibility links

logo-print

საბერძნეთში 24 საათიანი გაფიცვაა


საბერძნეთში ბოლო სამი კვირის განმავლობაში მეორედ ეწყობა გაფიცვა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელფასებისა და პენსიების მორიგ შემცირებას. ათენის ცენტრი დაცარიელდა, რადგან კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების უმრავლესობამ შეწყვიტა მუშაობა 24-საათიანი გაფიცვის დაწყებისთანავე. გაფიცვა საბერძნეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირული ორგანიზაციის მოწოდებით ეწყობა. საბერძნეთი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის ყველაზე მასშტაბური დაცემა მოხდა, ემზადება 11,5 მილიარდი ევროს ეკონომიისთვის, რაც არის ”ტროიკის” (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მოთხოვნა. მხოლოდ მისი შესრულების პირობით მიიღებს საბერძნეთი მორიგ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას - 130 მილიარდ ევროს. საბერძნეთის პორტებიდან არ გავლენ გემები, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავადმყოფოები იმუშავებს მხოლოდ გადაუდებელი დახმარების რეჟიმში. დაიხურება სახელმწიფო დაწესებულებები, სამინისტროები, მაღაზიები - პურის საცხობების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG