Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი: ჰიზბოლას თავდასხმა ისრაელზე უგუნურებაა


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ისრაელის საჰაერო სივრცეში ჰეზბოლას უპილოტო თვითმფრინავის შესვლა შეაფასა, როგორც „უგუნური პროვოკაცია“. ამას წერს ბანი თავის ანგარიშში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს გაუგზავნა. მანვე კრიტიკა გამოთქვა ისრაელის მიმართ. ბანის თანახმად, ისრაელი უპილოტო და საბრძოლო თვითმფრინავებს უშვებს ლიბანის ტერიტორიაზე, რაც ლიბანის სუვერენიტეტის დარღვევაა. გაეროს გენერალური მდივანის თქმით, მან ლიბანის ლიდერებს განუცხადა, რომ ჰიზბოლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის და რეგიონის სტაბილურობას. ის მოწოდებით გამოვიდა ჰიზბოლას განიარაღების შესახებ.
XS
SM
MD
LG