Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში ბანკებზე თვალყურის მადევნებელი ერთიანი ორგანო შეიქმნება


ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირების ლიდერები შეთანხმდნენ ევროზონის ქვეყნების ბანკებზე თვალყურის მადევნებელი ზენაციონალური ორგანოს შექმნის შესახებ. ორგანო ეტაპობრივად, 2013 წლის განმავლობაში შეიქმნება. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ საბანკო კავშირი 2013 წლის 1 იანვრისთვის შეიქმნებოდა, თუმცა საფრანგეთსა და გერმანიას შორის უთანხმოების გამო საკითხის გადაწყვეტა გადაიდო. ელიან, რომ ახალი ორგანოს სამუშაო პარამეტრებს ევროკავშირის სამიტი დეკემბერში დაადგენს.
XS
SM
MD
LG