Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი კიბერსივრცეს „მომავალი ომების ადგილად“ მიიჩნევს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ „მომავლის ომების ადგილი უწოდა“ კიბერსივრცეს. მანამდე, ერთი კვირის წინ, პანეტა თავის გამოსვლაში შეეხო კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში არსებული საფრთხეების პრობლემატიკას. პენტაგონის თავკაცმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, შეიძლება პრევენციულ ზომებს მიმართონ, თუკი ეროვნულ ინტერსებს საშიში კიბერსაფრთხე დაემუქრება. ბოლო კვირეებში რამდენიმე ამერიკული ბანკისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების საიტებზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღო სავარაუდო ირანულმა ჰაკერულმა ჯგუფმა. თავდასხმები ფილმ „მუსლიმთა უცოდველობის“ გამო შურისძიების მიზნით ჰაკერულ ჯგუფ „Cyber Fighters of Izz ad-din Al Qassam”-ის მხრიდან განხორციელდა.
XS
SM
MD
LG