Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: „დღეს არ არის ბრაზის, შურისძიების და სიმწრის დრო"


ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, ქუთაისში განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, მზად არის ითანამშრომლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც მთელი ერთი წლის განმავლობაში სახელითა და გვარით მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში პირველად ახსენა. „ევროკავშირთან და ნატოს დაკავშირებულ პროცესებში მომავალ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მე პირადად შევთავაზე თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა, როგორც პირადად ჩემი, ისე უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის მხრიდანაც“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მის გუნდთან ერთად მზად არის ემსახუროს საკუთარ ერს და ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. „ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხის უმაღლესი ინტერესი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას, იმ ადამიანებზე მაღლა, ვინც ახლა ამ დარბაზში ვიმყოფებით. ყველას მოგიწოდებთ, კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერსებს“, - მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს.
XS
SM
MD
LG