Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პიკ”-ის თანამშრომლები მოითხოვენ, აუდიტმა შეამოწმოს საზოგადოებრივი მაუწყებელი


რუსულენოვანი ტელეკომპანია ”პიკ”-ის თანამშრომლები მოითხოვენ, რომ დამოუკიდებელმა აუდიტმა შეამოწმოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საკითხებთან ერთად გაარკვიოს ”პიკ”-ისთვის განკუთვნილი 2 მილიონი ლარის ბედი. რუსულენოვანმა ტელეარხმა საინფორმაციო მაუწყებლობა 20 ოქტომბერს მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასთან ხელშეკრულება გააუქმა. ”პიკ”-ის ჟურნალიტებმა დღევანდელი შეკრების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დამოუკიდებელი აუდიტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმების მოთხოვნით, 25 ოქტომბერს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
XS
SM
MD
LG